loader

3 ახალი მინისტრი მთავრობაში - თავდაცვის უწყებას პირველად ქალი უხელმძღვანელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ახალი მინისტრი მთავრობაში - თავდაცვის უწყებას პირველად ქალი უხელმძღვანელებს

ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტის წევრი გიგლა აგულაშვილია წარდგენილი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდება, რომელიც აქამდე ბიზნესითა და სპორტული საქმიანობით იყო დაკავებული.

ცვლილებაა თავდაცვის უწყებაშიც: პირველად საქართველოს ისტორიაში, თავდაცვის სამინისტროს ქალი ჩაიბარებს - მინისტრად ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელი წარადგინა.

ასევე იხილეთ: "მინდა მივცე შესაძლებლობა... ჩამოყალიბდნენ..." - პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა 1 კვირით გადადო