loader

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გიორგობა დუშეთის პატარა სალოცავში ჟურნალისტებთან ერთად აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გიორგობა დუშეთის პატარა სალოცავში ჟურნალისტებთან ერთად აღნიშნეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დუშეთში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში სანთლები დაანთეს და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.

პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. დუშეთში ასევე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები.