loader

არაადამიანური საქციელი: მედდა 4 დღის ახალშობილს სასტიკად სცემს! (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაადამიანური საქციელი: მედდა 4 დღის ახალშობილს სასტიკად სცემს! (+16)

ბულგარეთის ერთ-ერთ სამშობიაროში სათვალთვალო კამერამ კოშმარული კადრები დააფიქსირა: მედდა ემილია კოვაჩევა 4 დღის დაბადებულ გოგონას სასტიკად სცემს (!). მედდამ, რომლის ფსიქიკურ მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან, სამართალდამცველებთან აღიარა, რომ 4 დღის ნიკოლს იმ მიზეზით სცემდა, რომ ის შუაღამისას ვერაფრით დააძინა და მისმა ტირილმა სხვა პატარებიც გააღვიძა. ამიტომ ქალმა გადაწყვიტა, ჩვილი ცემით "დაესაჯა".

ამჟამად ბავშვის მდგომარეობას ინტენსიურად აკვირდებიან ექიმები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ახალშობილს თავის ტვინის შერყევა და სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. რაც შეეხება ემილია კოვაჩევას, მას შესაძლოა 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს, თუ განზრახ მკვლელობის ბრალდება დაუმტკიცდა.