დიდუბეში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს. დაჭრილია გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია. მას ფეხში მიბჯენით ესროლეს. თავდამსხმელის შეჩერება მეზობელი სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა შეძლეს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ეჭვმიტანილი დააკავეს.