loader

სიმბოლური 9 მაისი: მსვლელობა ძველი საბჭოური და უცხოური ავტომობილებით თბილისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმბოლური 9 მაისი: მსვლელობა ძველი საბჭოური და უცხოური ავტომობილებით თბილისის ქუჩებში

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ძველი ავტომობილების კლუბის წევრებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ძველებური ავტომობილებით ვაკის პარკთან, ბაიკერების აქციაზე შეჩერდნენ, თუმცა, პატრულმა მათ პარკირების საშუალება არ მისცა და მალევე დატოვეს ტერიტორია.

ძველი ავტომობილების კლუბის წევრების განცხადებით, მათი მიზანია, 9 მაისთან დაკავშირებით მოქალაქეებს სიმბოლური დატვირთვის მქონე ავტომობილები აჩვენონ, რომელთა რესტავრაციაც თავად უზრუნველყვეს. კლუბის წევრებს გამოყვანილი ჰყავდათ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოშვებული როგორც საბჭოური, ასევე ამერიკული წარმოების ავტომობილები.