loader

საშინელი ტრაგედია ქობულეთში: გამწარებული მშობლები და სასტუმროში დამწვარი ბავშვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი ტრაგედია ქობულეთში: გამწარებული მშობლები და სასტუმროში დამწვარი ბავშვები

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიღუპა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმრო დაიწვა და სამი ბავშვის შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან. ისინი ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა.
ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.

სასტუმროში ხანძარი, სავარაუდოდ, კონდიციონერს გუჩნდა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე იხილეთ: ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები

როგორ დაიწვა სასტუმრო ქობულეთში, სადაც ბავშვები დაიღუპნენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული - სასტუმროს მეპატრონე

სასტუმროში დამწვარი ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს