loader

ტორნადომ სახლი ჰაერში აიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტორნადომ სახლი ჰაერში აიტაცა

აშშ-ში, არკანზასის შტატის ქალაქ ნეშვილში ტორნადომ მოძრავი სახლი ჰაერში აიტაცა, რომელშიც მისი მფლობელები იმყოფებოდნენ. შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.

ტორნადო, სეტყვა და წყალდიდობა ამ კვირაში აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად ოკლაჰომას შტატი დაზარალდა, სადაც 30 ადამიანი დაშავდა, დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ნებრასკას შტატში წყალდიდობის შედეგად 15-მდე სახლი დაზიანდა. სულ მცირე, ცხრა ტორნადო დაატყდა თავს კანზასის შტატს, მაგრამ მათგან ყველაზე ძლიერებმა მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიებს გადაუარა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია. ტეხასის შტატში ქარიშხლის შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 10 კი დაიკარგა. კვირას, ტორნადოს შედეგად, ქალაქ სისკოში ერთი ადამიანი დაიღუპა.