loader

ქობულეთელმა მოსწავლეებმა სასტუმროში დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთელმა მოსწავლეებმა სასტუმროში დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქობულეთის #1 და #2 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ, მიხაკები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

როგორც სკოლის მოსწავლე თამარ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გადაწყვიტეს, გარდაცვლილების ოჯახებისთვის თანადგომა ამ ფორმით გამოეხატათ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილთა სულებისთვის. ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში გიორგი ქათამაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ურთიერთბრალდებებისა და ვარაუდებისგან თავი შეიკავონ, რადგან ამით ირღვევა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის დეკლარაცია.