loader

ხაშურში 20 წლის ბიჭმა თანასოფლელი მამაკაცი დანით დაჭრა, მისი დედა კი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში 20 წლის ბიჭმა თანასოფლელი მამაკაცი დანით დაჭრა, მისი დედა კი მოკლა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რეზიკო გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ხვიჩა გ, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხვიჩა გ-ს დედას - დარეჯან გ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხვიჩა გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზიკო გ. მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.