loader

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელების სამძიმარი დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მიმართვა საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელების სამძიმარი დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მიმართვა საზოგადოებას

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას თხოვნით მიმართეს, რომ თუკი ვინმემ რაიმე დეტალი იცის ხანძართან დაკავშირებით, განაცხადოს და დაეხმაროს გამოძიებას. როგორც ლია ართმელაძემ აღნიშნა, მას საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი აქვს. ოჯახის წევრის, ჯემალ ართმელაძის განცხადებით, ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა სასტუმრო "არმაზში" და მათ პრობლემები არასდროს ჰქონიათ.

ასევე იხილეთ:

ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები

"გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!" - ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე