loader

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ გაუწია წინააღმდეგობა დიდუბეში ჯიხურის მეპატრონემ შეიარაღებულ ყაჩაღს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ გაუწია წინააღმდეგობა დიდუბეში ჯიხურის მეპატრონემ შეიარაღებულ ყაჩაღს

8 მაისს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მძარცველი თავს დაესხა მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოსთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მძარცველმა ჯიხურის მეპატრონეს ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა.

ვიდეო დღეს, სავალუტო ჯიხურის მეპატრონის შვილმა, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა. "უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მამაჩემის ყოველთვის მეამაყებოდა, ამ შემთხვევამდე და ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით, ათ და ასმაგად მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ" - წერს ავტორი.