loader

რამდენადაა დაცული უსაფრთხოება ზღვისპირა სასტუმროებში - ქობულეთი საკურორტო სეზონის დაწყებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენადაა დაცული უსაფრთხოება ზღვისპირა სასტუმროებში - ქობულეთი საკურორტო სეზონის დაწყებამდე

ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის წინ საკურორტო ქალაქში მომხდარმა ტრაგედიამ ადგილობრივი სასტუმროების ხელმძღვანელები უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობაზე დააფიქრა.

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებისა და მოწესრიგებული ელექტროგაყვანილობის საკითხი ქობულეთში 10 მაისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახდა აქტუალური. სასტუმროს დაწვის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სწორედ მოუწესრიგებელი ელექტროსისტემა სახელდება. ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.