loader

"ყრია მანქანები და ვერ ვყიდით" - განახევრებული ფასი ავტომობილებზე და მყიდველის გარეშე დარჩენილი რუსთავის ბაზრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყრია მანქანები და ვერ ვყიდით" - განახევრებული ფასი ავტომობილებზე და მყიდველის გარეშე დარჩენილი რუსთავის ბაზრობა

ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და ლარის გაუფასურება მანქანების ფასებზე და გაყიდვებზეც აისახა. რუსთავის მანქანების ბაზრობაზე მყიდველების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებამ ფასების ვარდნა განაპირობა, თუმცა მყიდველებს ვერც დაბალი ფასები იზიდავს.

ტერმინალზე, რომელიც 1000 მანქანაზეა გათვლილი, იმ ავტომობილების რაოდენობა რომლებიც ვერ გაიყიდა 3000-ს აღწევს. როგორც გამყიდველები ამბობენ, ადრე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული კლიენტების იმედი მაინც ჰქონდათ, ახლა კი ეს უკანასკნელი წყაროც გაქრა.

ავტორი: ლიკა ჭიღლაძე