loader

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს. მათ დღევანდელ აქციაზე იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებაში კონკრეტული მოთხოვნები დააფიქსირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ კორძაიას განცხადებით, მან მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ამ სულისკვეთებით შეუერთდა დღევანდელ აქციას. "საქართველოს პარლამენტი, როდესაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ შეუერთდა თანასწორობის იდეას და "რესპუბლიკურმა პარტიამ" მხარი დაუჭირა ამ კანონის მიღებას და ამ სულისკვეთებით ვუერთდებით ამ აქციას", - განაცხადა კორძაიამ.