loader

მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიელი კოლეგა ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ჰაინც ფიშერის პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის, მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გამართეს. მოგვიანებით სტუმრების პატივსაცემად სახელმწიფო სადილიც მოეწყო. პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, სასახლის ეზოდან ქალაქის ხედები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პირველი ლედი გამორჩეულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. თვალშისაცემი იყო მისი ელეგანტური წითელი კაბა, რომელიც შეუმჩნეველს არსად ტოვებდა. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები მაკა ჩიჩუას კომპლიმენტებით ავსებენ. ცნობისთვის, პირველმა ლედიმ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. გიორგი მარგველაშვილსა და მას პირველი ვაჟი შეეძინათ.

პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერს ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა. ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისთვის.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე