loader

მასშტაბური ხანძარი ბაქოში: 9-სართულიან კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 15 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასშტაბური ხანძარი ბაქოში: 9-სართულიან კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში, აზადლიგის ქუჩაზე, 9-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, ცეცხლი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა და რამდენიმე წუთში მთელ შენობაზე გავრცელდა. კორპუსში 54 ოჯახი ცხოვრობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 15 და დაშავებულია 61 ადამიანი, 54 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის პლასტიკურ მოსაპირკეთებელ მასალას მოედო. ბაქოში ამ თვეში მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ მოხდა.