loader

საიმიჯო რგოლი საქართველოზე, რომელიც CNN-ისა და Euronews-ის ეთერში გადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიმიჯო რგოლი საქართველოზე, რომელიც CNN-ისა და Euronews-ის ეთერში გადის

This is Life - ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიცემა. საქართველოს რეკლამა Euronews-ზე 17 მაისიდან, CNN-ზე კი 18 მაისიდან გადის. 30-წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებელს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ეფექტური შედეგი ექნება რეკლამას, რომელიც 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს Euronews-ზე. Euronews-ს 400-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. უკვე დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანიები აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. 2015 წელს საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიებისთვის ბოლო წლებთან შედარებით ბევრად მაღალი თანხა, კერძოდ, 8 000 000 ლარი დაიხარჯება.

იხილეთ:

ღვინო, რომანტიკა და ტურიზმი საქართველოში

დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, რომელიც სამშობლოში მოგზაურობას მოგანდომებთ

საქართველო რუსების თვალით: "ქვეყანა, რომელიც შეიძლება მხოლოდ სიზმარში ნახო"