loader

ავტომატური პარკირების ტესტის დროს მანქანამ მაყურებლები გაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომატური პარკირების ტესტის დროს მანქანამ მაყურებლები გაიტანა

დომინიკის რესპუბლიკაში კომპანია Volvo-ს ავტომატური პარკირების სისტემა Self-parking Assist-ის დემონსტრაციის დროს ავტომობილმა ორი ადამიანი გაიტანა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში მოხვდა.

Volvo-ს ადგილობრივ წარმომადგენლებს განახლებული XC60-ის თვითპარკირების უნარი უნდოდათ ეჩვენებინათ, მაგრამ ავტომობილმა სიჩქარე აკრიფა და მაყურებლებში შევარდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა. მოგვიანებით Volvo-მ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის წარმომადგენელმა რეჟიმი City Mode არ ჩართო, რომლის გარეშეც ავტომობილს უსაფრთხო პარკირების შესრულება არ შეუძლია.