loader

"დიდება სააკაშვილს" - ექსპრეზიდენტი უკრაინულ სამოსში და ფოტოს გადასაღებად რიგში ჩამდგარი ოდესელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდება სააკაშვილს" - ექსპრეზიდენტი უკრაინულ სამოსში და ფოტოს გადასაღებად რიგში ჩამდგარი ოდესელები

Слава Украине! Слава Грузии! Слава Саакашвили! - დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება სააკაშვილს! - ამ შეძახილებით შეხვდა ასობით უკრაინელი ოდესაში ჩასულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში სახალხო დღესასწაულში და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ქალაქში საქართველოს დღეები იმართება და სწორედ მასზე დასასწრებად იმყოფება ქალაქში პრეზიდენტ პოროშენკოს ქართველი მრჩეველი. მოსახლეობასთან სააკაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები მისი ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა შემდეგი მინაწერით: "იმ "ბრძენი კაცის" მთავრობა ყოველდღე ამტკიცებს, რომ უკრაინელებს ქართველი რეფორმატორები სულ უფრო მეტად ეზიზღებათ. დღევანდელი დღე ოდესაშიც ამის ნათელი მაგალითია, რომ ბიძინა და ბიძინოიდები არასდროს იტყუებიან" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.