loader

პრემიერი, ყოფილი პრემიერი და პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერი, ყოფილი პრემიერი და პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, პრემიერ-მინისტრის სახელით, საზეიმო კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლითურთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

კონცერტზე შესრულდა ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები, რომლებიც ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.