loader

ნანუკა ჟორჟოლიანის პრივატული ვიდეო: ტელეწამყვანისა და მისი ქალიშვილის ცხოვრებისეული მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანუკა ჟორჟოლიანის პრივატული ვიდეო: ტელეწამყვანისა და მისი ქალიშვილის ცხოვრებისეული მომენტები

ცნობილი ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მისი და მისი ქალიშვილის ცხოვრებისეული მომენტებია ასახული. ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე წელს სკოლას ამთავრებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილს საჩუქარი მოუმზადა.

"მოკლედ, მარიამს ზეგ სკოლის ბოლო დღე აქვს. ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა მისთვის და ბოლოს ამ ვიდეოზე შევჩერდი. ყველა ფოტოს თავის ისტორია აქვს.
ეს ისტორიები კი, ჩვენი ამბავია. ჩემი და მარიამის smile emoticon
მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ეტაპს ასრულებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეწყება.

თუმცა, არის მომენტები, რომელიც მის მეხსიერებაში სრული სიზუსტით მინდა შემორჩეს. აქ კი ეს ყველაფერი არის . ბუნებრივია მოკლედ, 17 წელს ვერაფერი დაიტევდა.

WELCOME მარიამ. შენ უკვე დიდი გოგო ხარ"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.