loader

ინდოეთში ძლიერ სიცხეს 1400 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ძლიერ სიცხეს 1400 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა სტაბილურად 47 გრადუსია. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ძლიერ სიცხეს ებრძვიან, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებშია. ასევე მსხვერპლია დასავლეთ ბენგალისა და ორისას შტატებშიც.

ინდოეთში მაისის და ივნისის თვეები ყოველთვის ცხელია, რა დროსაც ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება ხოლმე, თუმცა, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს, ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადააჭარბა.