loader

კოშმარული კადრები: ოჯახმა გადაიღო, როგორ შევარდა ადიდებული მდინარე მათ სახლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარული კადრები: ოჯახმა გადაიღო, როგორ შევარდა ადიდებული მდინარე მათ სახლში

ამერიკის სამხრეთ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერად წვიმს. ტეხასსა და ოკლაჰომაში წყალდიდობას უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად წყალდიდობით ტეხასი დაზარალდა, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 14 ადგილობრივს კი ამ დრომდე ეძებენ.

ერთ-ერთმა ოჯახმა გადაიღო, როგორ შეანგრია მათი სახლის ფანჯრები და კარი ადიდებულმა მდინარე ბლანკომ. წყალმა სახლის პირველი სართული მთლიანად დატბორა. სახლის ბინადრებს ისღა დარჩენოდათ, პირველ სართულზე მცურავი ავეჯისთვის მეორე სართულიდან ედევნებინათ თვალი.