loader

ვიდეოფაქტი: ლისის და კუს ტბის ტერიტორიებზე ხეები მასობრივად ხმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: ლისის და კუს ტბის ტერიტორიებზე ხეები მასობრივად ხმება

თბილისში ხეები მასობრივად ხმება. რამდენიმე დღის წინ "პალიტრა ტვ"-მ მთაწმინდაზე გადამხმარი წიწვოვანი ხეები გადაიღო, ეს კადრები კი ლისისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზეა გადაღებული. ამ ადგილებში ხეები მასობრივად ხმება. "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ხეების მასობრივ ხმობას დაავადება იწვევს, რომელიც კლიმატურმა ცვლილებებმა განაპირობა. მისი თქმით, თბილისის გამწვანებულ უბნებში განსაკუთრებით ფიჭვის ხეების ხმობის პროცესი მიმდინარეობს.

დღესვე ხეების ხმობასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა. დავით ნარმანიას განცხადებით, დაავადებული და გამხმარი ხეები დროთა განმავლობაში ახალი ნერგებით ჩანაცვლდება.

ავტორები: ეკა ბახუტაშვილი; გიორგი შეყილაძე

ასევე იხილეთ:

გადამხმარი წიწვოვანი ხეები მთაწმინდაზე

რას უპირებს ქალაქის მერი თბილისში გამხმარ ხეებს