loader

უკრაინული მედიის ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, არაზუსტი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული მედიის ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, არაზუსტი აღმოჩნდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

როგორც "ცენზორ.ნეტი" წერს, ამის შესახებ უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა, იგორ შევჩენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

კიდევ ერთი სააგენტო, "ინტერფაქს-უკრაინა" აღნიშნავს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის გუბერნატორის პოსტზე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი წარუდგინა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარო იუწყება, ახალი გუბერნატორის წარდგენა ხვალ მოხდება.

მოგვიანებით კი უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა, იგორ შევჩენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებაც იგორ შევჩენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა:

"ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლა მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი", - წერს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი და აქვე აღნიშნავს, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.

ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის ამ წარდგინებას მხარს დაუჭერს და მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.