loader

"ოდესა შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა გახდეს" - მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოდესა შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა გახდეს" - მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა. ამის მიზეზები უცნობია.

რაც შეეხება სააკაშვილს, ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, პოროშენკოს ადმინიტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროისთვის მხოლოდ კანდიდატურა იყო წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში.