loader

გუბერნატორ სააკაშვილს ოდესელები შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუბერნატორ სააკაშვილს ოდესელები შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა. წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა.

ოდესაში ჩასულ პოროშენკოსა და სააკაშვილს ადგილობრივები შეძახილებით დახვდნენ. შეხვედრის ამსახველი კადრები, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

ასევე იხილეთ:

"ოდესა შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა გახდეს" - მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

I ❤ Odessa - ვიდეო მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქიდან" და ბედნიერი უკრაინელების კომენტარები