loader

"ჰალსტუხები მიშასთვის" - ოდესაში ჩასულ სააკაშვილს აქტივისტებმა ფლეშმობი მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰალსტუხები მიშასთვის" - ოდესაში ჩასულ სააკაშვილს აქტივისტებმა ფლეშმობი მოუწყვეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა. წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა.

ოდესაში ჩასულ პოროშენკოსა და სააკაშვილს ადგილობრივების ნაწილი შეძახილებითა და ოვაციებით დახვდა. თუმცა, აქტივისტების ნაწილმა მთელ ქალაქში ფლეშმობი მოაწყო და რამდენიმე ადგილას ჰალსტუხები დაკიდა წარწერით: "მიშასთვის".

ასევე იხილეთ:

გუბერნატორ სააკაშვილს ოდესელები შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ

"ოდესა შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა გახდეს" - მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა