პროექტი "ლიბერთინსი" ერთი წლისაა - სიურპრიზებით დატვირთული ზღაპრული იუბილე
უამრავი ღიმილი, სიმღერა და ზღაპრული კოსტიუმი - ასე აღინიშნა "პალიტრა L"- ის პროქტ "ლიბერთინსის" ერთი წლის იუბილე. თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალის მესამე, დასკვნით დღეს "ექსპო ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონში თავი ნამდვილ ზღაპარში გეგონებოდათ. პროექტის ორგანიზატორებმა "ლიბერთინსის" იუბილე კოსტუმირებული კარნავალით აღნიშნეს. აქ შეხვდებოდით როგორც კომიქსების, ასევე სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების გმირებს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტ "ლიბერთინსს" მოზარდობის ასაკისათვის ჯერ არ მიუღწევია, უკვე შეძლო ათასობით მოზარდის გულის მოგება. როგორც პროექტის ორგანიზატორები წიგნის მოყვარულ თინეიჯერებს ჰპირდებიან, მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული და სიურპრიზებით სავსე იქნება.
ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი შეყილაძე