loader

ქართველი თავადი ქალი, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის და ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი თავადი ქალი, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის და ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებად იქცა

პრიმაბალერინას, ჯორჯ ბალანჩინის, ალფრედ ჰიჩკოკისა და ჯოზეფ კორნელის შთაგონების წყარო - თამარ თუმანიშვილის, იმავე თამარა თუმანოვას საბალეტო და სამსახიობო კარიერა XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ევროპისა და ამერიკის საბალეტო სამყარო მას "შავ მარგალიტს" უწოდებდა, საბჭოეთში კი პერსონა ნონ გრატად ითვლებოდა.

მისი ჰოლივუდური­ კარიერა თამარა თუმანოვას სახელით ვითარდება. 1944 წელს გადაიღეს გრეგორი პეკთან ერთად ფილმში "დიდების დღეები". შემდეგში ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "დღეს საღამოს ჩვენ ვიმღერებთ". იყო ჰიჩკოკის პერსონაჟიც, ფილმში "დახეული­ ფარდა" და სხვა.

თამარს საქართველო არასდროს უნახავს, მაგრამ დედამ - ევგენია თუმანიშვილმა მას ამ ქვეყნის სიყვარული ჩაუნერგა და ტრადიციებსაც აზიარა. თამარი ყველგან აღნიშნავდა, რომ ქართველი თავადი იყო.

კადრები, რომლებსაც ახლა იხილავთ, არის ნაწყვეტი ფილმიდან "დიდების დღეები" (Days of Glory).

წაიკითხეთ სტატია ვრცლად kvirispalitra.ge-ზე