loader

11 წლის ობოლი გოგონას დაუსრულებელი ტრაგედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის ობოლი გოგონას დაუსრულებელი ტრაგედია

2007 წლის 25 დეკემბერს, ზაჰესის ხიდებთან მიმავალ ავტომობილს თურქული "ტრაილერი" დაეჯახა... შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 26 წლის გოგიტა ყალიონაშვილი, მისი 6 წლის შვილი და ოთხი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ... გოგიტას მეუღლე და პატარა გოგონა დარჩა. მარიამი ახლა 11 წლისაა. ყალიონაშვილების ოჯახში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - რამდენიმე თვის წინ გოგიტას მეუღლეს, 31 წლის თამარს სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს. დიაგნოზის დასმიდან ორ თვეში თამარი დაიღუპა. 11 წლის მარიამი ამჟამად ბებიასთან, მამიდასთან და ოთხ მამიდაშვილთან ერთად, ზაჰესის უბანში, ხის მორყეულ ფიცრულში ცხოვრობს...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი