loader

ირაკლი ღარიბაშვილი პატარების სურვილებს აგროვებს და ილუზიონისტს ეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი პატარების სურვილებს აგროვებს და ილუზიონისტს ეხმარება

ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ზეიმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - პრემიერ-მინისტრმა მეუღლესა და შვილებთან ერთად "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ 23 ბავშვს უმასპინძლა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეგროვდა ამ ფონდის მიერ და 112 ბავშვი დაფინანსდა. პრემიერის ინფორმაციით, აქედან ნახევარზე მეტს საზღვარგარეთ უმკურნალეს. "მადლობა ღმერთს, ეს ბავშვები ყველანი იქნებიან ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.