loader

როგორ გამოიყურება ია ფარულავას მილიონდოლარიანი სახლი ძველ თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ია ფარულავას მილიონდოლარიანი სახლი ძველ თბილისში

მსახიობის და ტელეწამყვანის, ია ფარულავას სახლი ძველ თბილისში მდებარეობს და მილიონ დოლარზე ძვირად არის შეფასებული. როდის შეიძინა, რატომ ვერ გადავიდა საცხოვრებლად და რას უპირებს სახლს, ამის შესახებ ია ფარულავამ Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბო.


"ზუსტად მაშინ, როცა რეალური მყიდველი გამოჩნდა, გადავიფიქრე გაყიდვა. ამ სახლში მე უნდა მეცხოვრა, ჩემი გემოვნებით არის დაგეგმარებული, ამიტომ გადავწყვიტე, აღარ გავყიდო და სასტუმრო გავხსნა. ახლა მიმდინარეობს სახლის გადაკეთების პროცესი. მე და არქიტექტორს ომი გვაქვს გამოცხადებული, მას უნდა შეინარჩუნოს სახლის სილამაზე, მე კი ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ნომერი იყოს. მე უნდა ვიყო ამ სასტუმროს დიასახლისი, სტუმრების მიღება დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის. საბედნიეროდ, ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. სულ ვამბობდი, ბიზნესი არ გამომივა-მეთქი, მაგრამ ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიო ჩემში. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ინტერვიუ ვრცლად Ambebi.ge-ზე