loader

43-თეთრიანი წამალი 6.34 ლარად - აქცია აფთიაქებთან მონოპოლიური კომპანიების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

43-თეთრიანი წამალი 6.34 ლარად - აქცია აფთიაქებთან მონოპოლიური კომპანიების წინააღმდეგ

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა - კახა კუკავამ, ბეჟან გუნავამ და ალეკო შალამბერიძემ კოსტავას #24-ში, "ავერსის" აფთიაქთან აქცია გამართეს, რომელიც მონოპოლიური კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები - "ბოიკოტი მონოპოლიებს".

აქციაზე კახა კუკავამ მოქალაქეებს მოუწოდა, არ შეიძინონ საწვავი და მედიკამენტები ბრენდული კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებსა და აფთიაქებში. კუკავა აცხადებს, რომ აღნიშნულით საზოგადოება მონოპოლიურ კომპანიებს ფასების დაწევას აიძულებს. კუკავამ ხელისუფლებას მოუწოდა, მონოპოლიური კომპანიებისათვის მოგების 10%-იანი ზედა ზღვარი დააწესოს; ასევე, მოითხოვა, პროკურატურამ საწვავისა და მედიკამენტების მონოპოლიური კომპანიების საქმიანობა შეისწავლოს.

მაგალითისთვის კახა კუკავამ ერთ-ერთ მოქალაქეს სთხოვა, "ავერსში" შეძენილი მედიკამენტის ფასი ინტერნეტში გადაემოწმებინა. კერძოდ, წნევის დამწევი მედიკამენტი 25-მილიგრამიანი, 40 ცალი კაპტოპრილის ღირებულება "ავერსის" აფთიაქში 6.34 ლარია, რუსულ ბაზარზე კი 12 რუბლი, რაც 43 თეთრია. პარტიის ლიდერების განცხადებით, მონოპოლიური კომპანიები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან გარიგებაში არიან.