loader

დატბორილი ქუჩები და წაქცეული ხეები - წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი ქუჩები და წაქცეული ხეები - წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორა რამდენიმე ქუჩა, ქარმა წააქცია ხეებიც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რთული ვითარება იყო აღმაშენებლის ხეივანსა და დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთსა და ნაძალადევის რაიონში. წვიმის შედეგად დატბორილ ქუჩებში გადაადგილება უჭირდათ მანქანებს. ვაკის რაიონში წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ძლიერმა ქარმა მარცხენა სანაპიროზე ხე წააქცია, რამაც გარე განათების ბოძები დააზიანა და რამდენიმე ქუჩაზე განათების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.