loader

პაციენტმა სასწრაფოს მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაციენტმა სასწრაფოს მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოყვა

ატლანტას ჰოსპიტალის პაციენტმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა, თანაც ისე, რომ მასში ორი ექიმი იჯდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, გამტაცებელმა ავარია მოახდინა, ეს ყველაფერი კი მანქანაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.

როგორც მოგვიანებით გატაცებულმა ექიმებმა პოლიციას უამბეს, საავადმყოფოს შენობასთან, მანქანაში ისხდნენ, როცა მოულოდნელად საჭესთან ხალათსა და ხელთათმანებში გამოწყობილი მამაკაცი დაჯდა და ექიმებს უბრძანა ხმა არ ამოეღოთ. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მამაკაცმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანა გადაბრუნდა. პაციენტმა გაქცევა მოასწრო, თუმცა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. იგი ადგილობრივი ციხის მსჯავრდებული აღმოჩნდა, რომელიც დროებით სამკურნალოდ იმყოფებოდა ჰოსპიტალში.