loader

"ეგ დახურული ინფორმაციაა, თქმა აგვიკრძალეს..." - დუშეთში 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგ დახურული ინფორმაციაა, თქმა აგვიკრძალეს..." - დუშეთში 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზესტაფონში დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად "პალიტრა ტვ"-ისთვის, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დუშეთში 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

ამბობენ, რომ გოგონას, რომელიც დუშე­თის საოჯახო ტიპის დაწესებულების ბენეფიციარია, ამავე სოფლის მკვიდრ 22 წლის მამაკაცთან ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა სქესობრივი კავშირი. შემთხვევა 23 მაისს, მას შემდეგ გახმაურდა,­ რაც გოგონას ტელეფონში ძმამ ინტიმური შინაარსის გზავნილი წაიკითხა და დას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონამ სიმართლე ვეღარ დამალა და აღმზრდელებს გზავნილების ადრესატისა და მასთან ურთიერთობის ინტიმური დეტალების შესახებ უამბო. 22 წლის ბრალდებული დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე

გამოყენებულია კადრები ფილმიდან PAEDOPHILIA