loader

"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა კრახი განიცადა" - ღარიბაშვილი მახარაძის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა კრახი განიცადა" - ღარიბაშვილი მახარაძის საქმეზე

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას გადავხედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის გასამართლება ვერ მოხერხდა. "ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებულნი, ამას გადავხედოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.