loader

ალასანია ივანიშვილს აფრთხილებს, ნუ გადააყოლებს ქვეყანას მის მიერ გაფუჭებულ "კაბელების საქმეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანია ივანიშვილს აფრთხილებს, ნუ გადააყოლებს ქვეყანას მის მიერ გაფუჭებულ "კაბელების საქმეს"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მოსამართლეებს შეხვდა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია მანაც მიიღო და ახლა დადასტურებას ცდილობს.

მისივე თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის გარიგება შედგა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობაში არის ინიცირებული. ირაკლი ალასანიას თქმით, სანაცვლოდ "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიცვალოს.