loader

გიორგი კანდელაკის მანქანის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კანდელაკის მანქანის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი "ნისანის" მარკის ავტომობილის სალონიდან "ეფლის" ფირმის პორტატიული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.