loader

"უმაგრესი ბიჭი, იდეებით სავსე" - თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში შშმ პირი დასაქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმაგრესი ბიჭი, იდეებით სავსე" - თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში შშმ პირი დასაქმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გიგა აბულაძე ხელშეკრულებით დასაქმდება. თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, გიგა აბულაძე სამინისტროს ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით იმუშავებს.

"ჩვენ ორი დღის წინ მარათონზე ვთქვით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. იქვე, თავისუფლების მოედანზე გიგა გავიცანი. უმაგრესი ბიჭი, იდეებით სავსე და ძალიან მაგარი ცოდნით დატვირთული. შესანიშნავი ინიციატივა გვითხრა. ბუნებრივია, ავიტაცეთ და შემოვიტყუეთ კიდეც თავდაცვის სამინისტროში, ისე, რომ დღეიდან ის ჩვენი დიდი ოჯახის წევრია. ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც საუკეთესოდ შეგვიძლია და ისე დავიხარჯოთ. სამშობლოსაც გამოვადგებით და საკუთარ თავსაც. მადლობა გიგას, რომ დაგვთანხმდა, ხოლო მისი შრომის შედეგებს ძალიან მალე გაგიზიარებთ", - წერს თინა ხიდაშელი საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე.