loader

"ღმერთო, გადამახდევინე ყველაფერი!" - სამშობლოში დაბრუნებული ეთერ კაკულიას ემოციური მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთო, გადამახდევინე ყველაფერი!" - სამშობლოში დაბრუნებული ეთერ კაკულიას ემოციური მიმართვა

მომღერალ ეთერ კაკულიას ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს. ქართველი მომღერალი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს. თბილისში მომღერალი გვიან ღამით ჩამოიყვანეს და კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს სახლში. როგორც მისი მეგობარი რაულ ქირია ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, კაკულიას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქიმიოთერაპია შეუჩერეს, რადგან ფაქტობრივად, მკურნალობას აზრი არ აქვს. ბოლო დროს მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირდა. შეგახსენებთ, რომ ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს.

სამშობლოში დაბრუნებული ეთერ კაკულიას მიმართვას ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.