loader

შსს-ს ახალი საიმიჯო კლიპი თითქმის კინოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს ახალი საიმიჯო კლიპი თითქმის კინოა

"ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას" - ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ამსახველი ახალი საიმიჯო კლიპის მესიჯია. 3-წუთიანი ვიდეორგოლი თითქმის კინოა, მისი ყველა კომპონენტით: თრილერი "მატრიცას" ელემენტებით, დევნა დამნაშავის დასაკავებლად, ოჯახური დრამა და სიყვარულიც კი.

ვიდეორგოლში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცველთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაქციები საგანგებო სიტუაციებში. კლიპი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის, ტონი ანდერსონის მუსიკა "The Impossible" არის გამოყენებული.