loader

5 ძვირად ღირებული საქორწინო კაბა თბილისის სალონებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 ძვირად ღირებული საქორწინო კაბა თბილისის სალონებიდან

ქორწილისთვის თითქმის ყველა გოგონა განსაკუთრებულად ემზადება. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ფიქრობენ, როგორი საქორწინო კაბა უნდა ჩაიცვან. ჯერ თოჯინებს უკერავენ სასურველ საქორწინო კაბებს, თუმცა თოჯინების ასაკის დასრულებისთანავე გემოვნებაც ეცვლებათ და სულ სხვანაირ კაბაზე ოცნებობენ. ქორწილის დროს კი ისეთ კაბას არჩევენ, რომელიც მოდურია და თან ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თბილისში საქორწინო კაბების უამრავი სალონი არსებობს, თუმცა მომხმარებელი პრიორიტეტს ცნობილ და სანდო ბრენდებს ანიჭებს. საქორწინო კაბების ფასი 800 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 15 ათას ლარამდე მერყეობს. ფასზე გავლენას ახდენს ასევე, მასზე მუშაობისას დახარჯული დრო, ქსოვილის ხარისხი და ძვირფასი თვლები. გთავაზობთ ხუთ ყველაზე ძვირად ღირებულ კაბას, რომელიც თბილისის საქორწინო კაბების სალონში იყიდება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი