loader

პუტინი და ღარიბაშვილი ერთ სუფრასთან, მაგრამ სამი სკამის დაშორებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი და ღარიბაშვილი ერთ სუფრასთან, მაგრამ სამი სკამის დაშორებით

ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაკოს პრინცი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის ჰერცოგი. პრემიერის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არ არის მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა საზეიმო მიღებას ისიც ესწრებოდა. საქართველოს პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტს ერთ სუფრასთან მოუხდათ დასხდომა, ერთმანეთისგან სამი სტუმრის დაშორებით.

ასევე იხილეთ: ღარიბაშვილის შუათანა შვილმა ბაქოში ვიზიტისას მამა "დაჩრდილა"