loader

14-სართულიანი კორპუსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - პეკინის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14-სართულიანი კორპუსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - პეკინის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, მოსახლეობამ პეკინის #23ა-ში მდებარე საბავშვო ბაღთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც საბავშვო ბაღისა და მის ეზოში მდებარე პარკის დემონტაჟს და მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას ითვალისწინებს.
პეკინის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებით, ბაღის გარშემო არსებული კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია და ბაღის დემონტაჟი და სამშენებლო პროცესი ამ კორპუსებს კიდევ უფრო დააზიანებს. მათივე თქმით, ასევე კატეგორიულად მიუღებელია პარკის განადგურება, რადგან ამ პარკით სუნთქავს გარშემო უბნები. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პროექტი პარკში არსებულ ყველა ხის მოჭრას ითვალისწინებს.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე.