loader

ეკა ზღულაძის ემოციური მიმართვა კიევის ახალი საპატრულო პოლიციისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ზღულაძის ემოციური მიმართვა კიევის ახალი საპატრულო პოლიციისადმი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ კიევის ახალი საპატრულო პოლიცია წარადგინეს.
ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში გავრცელდა. კიევის ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კიევის ცენტრში 1916 ახალი პოლიციელი შეიკრიბა. კიევის საპატრულო პოლიციას გენერალი ალექსანდრ ფაცევიჩი უხელმძღვანელებს. ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ის უკრაინაში პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.