loader

"გადით აქედან, ვინ ხართ თქვენ საერთოდ?!" - ზოოპარკის დირექტორი ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადით აქედან, ვინ ხართ თქვენ საერთოდ?!" - ზოოპარკის დირექტორი ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა

გავრცელებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან სტიქიის დროს 30-მდე მტაცებელი ცხოველია გაქცეული. დაახლოებით ექვსი ლომი, ექვსი ვეფხვი, შვიდი დათვი და 13 მგელი. სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ზოოპარკიდან გაქცეული რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია მოუხდათ, - აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას დაადასტურა.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ტერიტორიიდან მაშველებმა გამოიყვანეს. იგი რამდენიმე საათის მანძილზე საკუთარი თვალით ხედავდა როგორ დატბორა ზოოპარკი წყალმა და თანამშრომლებთან ერთად უძლური აღმოჩნდა სტიქიის წინაშე. ჟურნალისტების შეკითხვებმა გურიელიძე გააღიზიანა. მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, სასწრაფოს ექიმებმა ადგილზევე სცადეს.

ავტორი: ირაკლი გედენიძე

ასევე იხილეთ: 

"ზოოპარკი დატბორილია, ცხოველები ცურავენ" - თვითმხილველის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ბეჰემოტი გმირთა მოედანზე

ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ისევ დაიტბორა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან