loader

სააკაშვილი ოდესის სანაპიროზე ავტობუსით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი ოდესის სანაპიროზე ავტობუსით მივიდა

ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკურორტო სოფელ ზატოკას სანაპიროს გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაცვის გარეშე მივიდა. სააკაშვილი ჩვეულებრივ სარეისო ავტობუსში უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან იგორ შევჩენკოსთან და უკრაინაში ესტონეთის ელჩთან სულევ კანიკესთან ერთად იმყოფებოდა.

მაღალჩინოსნებმა სანაპირომდე ჩვეულებრივ მგზავრებთან ერთად იმგზავრეს და ადგილობრივები ამ საქციელით გააოცეს. ზოგიერთმა მათგანმა სააკაშვილთან ფოტოებიც გადაიღო.

ასევე იხილეთ: სელფები, ავტოგრაფები და სიყვარულის ახსნა სააკაშვილისთვის - კადრები, რომლებიც სობჩაკის ინტერვიუს დროს ეთერში არ მოხვდა