loader

სატვირთოს შეჯახებას გადარჩენილი მამაკაცი მორებმა გაჭყლიტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატვირთოს შეჯახებას გადარჩენილი მამაკაცი მორებმა გაჭყლიტა

ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში სატვირთო ავტომობილის დაჯახებას გადარჩენილი მამაკაცი, ძარიდან გადმოყრილმა მორებმა იმსხვერპლა.

უმართავი სატვირთო ავტომობილი დიდი სისწრაფით გზაჯვარედინზე შუქნიშნის წითელ ნიშანზე გამოვარდა, სკუტერს დაარტყა და გადაბრუნდა. სატვირთოზე დაწყობილი მორები სავალ ნაწილზე ჩამოცვივდა და სკუტერიდან გადმოვარდნილი მამაკაცს დაეყარა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.